Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლების აკადემიური ვიზიტი სევილიის უნივერსიტეტში

2025 წლის მაისში იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია და თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ნათია ჩიტაშვილი აკადემიური ვიზიტით (Erasmus Staff Mobility for Training-ის ფარგლებში) იმყოფებოდნენ ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტში.

ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და თსუ-ის ადმინისტრაციული და აკადემიური პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება. ვიზიტის ფარგლებში  იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული  ცენტრის დირექტორი აქტიურად მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებსა და სემინარებში.  ღონისძიებები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიების დაგეგმვა, სტუდენტური მომსახურების გაუმჯობესება და Erasmus+ მობილობის ადმინისტრირება.

სევილიის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 157 წარმომადგენელი, რომლებთანაც დაისახა აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის მიმართულებები. დაიგეგმა ერთობლივი Erasmus+ პროექტების განხორციელება რიგ უნივერსიტეტებთან, რომელთა შორისაა სლოვაკეთის (კათოლიკური უნივერსიტეტი), პოლონეთის (ლოძის უნივერსიტეტი), უკრაინის (ლვოვისა და დნეპრის) უნივერსიტეტები.

ვიზიტმა საფუძველი ჩაუყარა ახალ პროფესიულ კონტაქტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო აქტივობების გაფართოებასა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მისი პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებას.

 

თარიღი: 15/05/2025